თეა წულუკიანი, რომელიც სავარაუდოდ კულტურის მინისტრად ინიშნება ამავე სფეროში დასაქმებულებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძნობს.
წულუკიანი ამჯერად ოპერისა და ბალეტის თეატრს ეწვია და ბალეტის ხელმძღვანელ ნინო ანანიაშვილთან ოპერისა და ბალეტის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილა.
"რა თქმა უნდა, ეს ვიზიტები გაგრძელდება, რათა ჩვენ პარლამენტში გვქონდეს სრული ხედვა, თუ რომელი ორგანიზაცია, რას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად", - ამბობს წულუკიანი.
თავად ანანიაშვილი კი აცხადებს, რომ როგორი მინისტრი იქნება წულუკიანი არ იცის:
"შეხვედრა გვქონდა. ძალიან კარგად მოგვისმინა. როგორი მინისტრი იქნება, მე რა ვიცი. ბევრი იყო, რომელიც იყოს სფეროდან (კულტურის) და არა და... ამაზე პასუხი არც შემიძლია. მშვენიერი შეხვედრა გვქონდა, მოგვისმინა, მოვიდა, დავილაპარაკეთ, მეტი ახლა არაფრის თქმა შემიძლია"- უთხრა ანანიაშვილმა "ფორმულას".
მასალის გამოყენების პირობები






