მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმ მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესი დაიწყო, რომლებიც 6 თებერვალს გამართულ დაუმორჩილებლობის მსვლელობაში მონაწილეობდნენ.
"იმ შემთხვევაში, თუ შსს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ დაკისრებული ჯარიმის შესახებ, ან პოლიციის განყოფილებაში მისვლა გთხოვეს - აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ.
სახალხო დამცველის განცხადება 2020 წლის 9 ნოემბრის დაუმორჩილებლობის დღეს:
"მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს კანონი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება".
შესაბამისად, სამართალდამცავების მიერ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებისთვის 2000-ლარიანი სახდელის დაკისრება არის არაკონსტიტუციური, პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიული აქტი, რომელიც არღვევს შეკრება-მანიფესტაციის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






