ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის 105-ე დღე - აქციის მონაწილეებმა ისევ გაშალეს კარავი და თურქულ კომპანიას ტერიტორიის დასატოვებლად 2 კვირიან ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.
თურქულ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნების მიუხედავად, არ აპირებენ პროექტზე უარის თქმას და ჰესის მშენებლობას გააგრძელებენ.
ცნობისთვის, დღეს ადგილობრივებთან ერთად, ნამახვანჰესის მშენებლობას გარემოსდამცველები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებდნენ.
შეგახსენებთ, სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
ქუთაისის შემდეგ, იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5 მეტრის სიმაღლის ტალღით.
მასალის გამოყენების პირობები






