დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ავტომანქანები ჩარჩნენ - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები 5 ავტომობილს გაყვანას ცდილობენ."ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია 8 ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. 2 ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.



მასალის გამოყენების პირობები






