"გამიტყდა თვალის პროთეზი...მტკივა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა ელისაშვილს და ხელისუფლებას
საზოგადოება - 23:56, 03 Feb, 2021     2135

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს.

მაკო გომური "ფეისბუქ" პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უკვე 1 თვეა არავინ გამოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროში, ვინც მისი გამგზავრების საკითხს მოაგვარებდა. ამასობაში კი როგორც მაკო წერს, თვალის პროთეზი დაუზიანდა და ტკივილები აწუხებს.

"ცოტა შორიდან მოვუვლი და ცოტაზე დიდი და გაბრაზებულზე ნათქვამი პოსტი გამოვა. დავიწყეთ.

20 ივნისის მერე ნიუ ჰოსპიტალიდან რომ გამომწერეს, ხო მეორე ღამესვე მოვიდნენ და მითხრეს სადღაც 4 საათში უნდა გაფრინდე გერმანიაშიო.მეთქი რატო? და პასუხის მიხედვით თურმე ჩემი ჯანმრთელობა არის უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუპირველესი. რამდენიმე იყვნენ- მათ შორის ავთო თალაკვაძე, ვინც არ იცით, ბატონი ავთო იყო (ახლა დატოვა თანამდებობა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი(დავაკოპირე, აქედან მარტო უფროსს ვიმახსოვრებ). საკონტაქტო პირიც ის მყავდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ვიცოდი, წასვლის დრო რომ მოვიდოდა მისთვის უნდა მიმეწერა, ან თვითონ მწერდა.

ჰოდა ეს რამდენიმე რომ იყო, ყველამ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი (20 ივნისს დაზარალებულების) ,,მკურნალობის ამბების’’ მოგვარება.

,,აი მაკო, როგორც ჩემი შვილს ისე გეუბნები’’,,მაკო პირადად მე...’’,,შენ და გიოს, მაკო, როგორც ჩემს და ძმას ისე გიყურებთ’’და ეგეთი თაბრუ-დამხვევი ფრაზები.მოკლედ, ზღაპრები.ბევრი ყოყმანის და სახლიდან თხოვნების შემდეგ დავთანხმდი და გავფრინდი.იმის მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე.ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ-ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამივფრინდი) ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა. ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები. ავთო თალაკვაძე წავიდა და კაცი-შვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით? იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ ჩვენ რა შუაში ვართ იქ მიდიო და ასე.საკმარისზე ბევრი ვატრაკეთ ალბათ თავის დროზე და ეხლა ცოტა დააყენეთო.

ქართული ოცნება / Georgian Dream საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯერ თქვენგან დავიწყებ.

ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად. მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ. სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ მითხარით კი ან არა. გახარია 24/7ზე

ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili რაღაცები გავიწყდებათ, არა? მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით უკან, სად მიხვალთ? რის ფასად, სად ხართ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ? არა, არ გაქვთ. მშვიდი ღამე, აქვე, ერთი დაძახება და ზუსტად ვიცი, არანაირი პრობლემა არ შემექმნება, ადამიანების ნათქვამი ,,შენს გვერდით ვარ’’ უბრალოდ გამოსროლილი სიტყვები არაა. უბრალოდ პრინციპის საკითხია, რატომ უნდა გადაიხადოს სხვამ ან მე, თქვენი დანაშაული და რატომ უნდა გამოასწოროს. ასე არ გამოვა" - წერს მაკო გომური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42