ქვეყნებს, საიდანაც ვიზიტორებს PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, თურქეთი დაემატა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს დამაიმედებელი ინფორმაციაა ბიზნესისა და ტურიზმისთვის.
"ჩვენი ამოცანაა, ჟანგბადი ჩავასუნთქოთ ტურისტულ ინდუსტრიას და ნელ-ნელა ამოქოქვა დაიწყოს. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც PCR ტესტით შემოდის მოქალაქე, ემატება თურქეთი, ჩვენი დიდი მეზობელი და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს გამარტივებული წესებით - PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მე-3 დღეს უკვე ქვეყანაში PCR ტესტის ჩატარებით. ეს კარგი, დამაიმდებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, იმიტომ, რომ წყარო იყო ტურისტების ჩვენი მეზობელი ქვეყანა და საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან", - განაცხადა თურნავამ.
თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა. საქართველოს მიმართულებით ფრენებს 11 თებერვლიდან Pegasus Airlines, 15 თებერვლიდან კი Turkish Airlines ანახლებს.
მასალის გამოყენების პირობები






