შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ გაჩერებულია - როგორც ირვევა, მთავარი მიზეზი, რომლის გამოც უკვე თვეებია თელავის ქუჩებში ავტობუსები არ ჩანს, არა კორონავირუსი, არამედ "ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერების დაპირისპირებაა.
"ტრანსპორტი აუცილებელია, ტაქსებით ყოველ დღე ვერ დავდივართ და ფეხით სიარული კიდევ ჩემი ხნის ადამიანებს არ შეგვიძლია" ,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
უტრანსპორტობას აპროტესტებენ სტუდენტებიც, მათი თქმით უტრანსპორტობის გამო ყოველ დღე აგვიანებდნენ ლექციებზე.
"ყოველ დილით ვიდექი გაჩერებაზე, სადაც არ გამოდიოდა ავტობუსი და ველოდებოდი შემთხვევით გამოსულ ტაქსს, რომ მივსულიყავი უნივერსიტეტში. ამიტომ, ყოველ დღე ვაგვიანებდი ლექციაზე, რაც ძალიან დამღლელია" , - ამბობს ადგილობრივი სტუდენტი.
პროექტი ხელისუფლებას 19 მილიონი დაუჯდა - როგორც, მოსახლეობა აცხადებს, თავდაპირველად, მოედანზე დააყენეს ავტობუსები "მუზეუმის ექსპონატივით" ახლა დეპოში ჟანგდება.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მერია სოციალურ ქსელში წერს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ფუნქციონირებს ქალაქში , თუმცა 5 ახალი ლურჯი ავტობუსი დეპოში ჟანგდება, თელაველებს კი ფეხით, ან ტაქსით გადაადგილება უწევთ.მერიაში ამბობენ რომ ავტობუსების უფუნქციოდ დარჩენა საკრებულოს დეპუტატების შიდა შეუთანხმებლობას უკავშირდება.
რა დროში მოხდება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაში შესვლა, მერიაში ამაზე არ საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






