"ჩვენ შეგვეძლო, დღეს სასახლე გვქონოდა, მაგრამ გიორგის უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნისას ერთი ნემსი არ აუღია ზედმეტად...“ - მაკა ჩიჩუა
საზოგადოება - 21:41, 01 Feb, 2021     1777

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ჟურნალ „თბილისელებთან“ პანდემიის შემდეგ საკუთარი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს მისი ოჯახი, ღვთის წყალობით, ჯერჯერობით ლუკმა-პურის გარეშე არ არის დარჩენილი, მაგრამ არ იცის, შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები.

მაკა ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში არაფრით უსარგებლია:


„გიორგი არის პატრიოტი ადამიანი, რომელსაც ერთი ნემსი არ აუღია ზედმეტად, როცა უმაღლესი თანამდებობა ეკავა. ჩვენ მართლა გვქონდა საშუალება, რომ დღეს სასახლე გვქონოდა, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოიხვეჭო ამდენი?! მე მხოლოდ ელემენტარული მინდა. არც საცხოვრებელი შემიცვლია და არც ცხოვრების სტილი – ერთადერთი, ერთი პერიოდი ქუსლიანი ფეხსაცმლით დავდიოდი და რამდენიმედღიანი ვიზიტებისას ისე ვიღლებოდი, რომ ფეხზე დგომა აღარ შემეძლო. კამერებით რომ დაგდევენ და ყოველი დღე გაწერილი გაქვს, რა უნდა მოახერხო?! ხანდახან შოპინგისაც ვერ ვახერხებდი მაშინ, როცა რაღაც მჭირდებოდა და თუ ვყიდულობდი, იმასაც ჩემი ფულით ვყიდულობდი, რადგან მინდოდა, კარგ ფორმაში ვყოფილიყავი და ჩემი ქვეყანა ისე წარმომეჩინა, რომ ვინმეს ბოგანოები არ ვგონებოდით“.

მაკა ჩიჩუა ასევე აღნიშნავს, რომ მის ოჯახს დანაზოგი არ აქვთ, გიორგი მარგველაშვილი ლექციებს კითხულობს, ხოლო ის გადაცემა, რომელშიც მაკა იყო დასაქმებული და ხელფასს იღებდა, დაიხურა: „ძიძებში მე იმდენ ფულს ვერ გადავიხდი, რამდენსაც სხვები იხდიან. მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ, მაგრამ ხუთი და ექვსი ძიძა ეხმარებათ. მე ერთი დამხმარე მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება და ერთ ბავშვს ყურადღებას აქცევს. არ მაქვს იმის საშუალება, რომ ორი და სამი ძიძა დავიქირავო. ჩემი და გიორგის მშობლებიც ხანში შესულები არიან და ვერ გვეხმარებიან…“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42