"უარი თქვან ხელფასებზე, თვითონ აიღოს ის 200 ლარი და დამიჯერეთ, სხვანაირად დაწერს კანონსაც და რეგულაციებსაც სხვანაირად გამოუშვებს" - კახა მამულაშვილი მთავრობაზე
საზოგადოება - 19:16, 31 Jan, 2021     2472

ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, დედაქალაქში კი შეზღუდვების შემსუბუქებას ეპიდემიოლოგები არ ჩქარობენ. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ყველასფრისჩაეტვა გამოსავალი არაა.

„მთავრობა თვითონ ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში – აიღოს ის 200 ლარი, ან 6 თვეში 300 ლარი. დამიჯერეთ, სხვანაირად დაწერს კანონსაც და რეგულაციებსაც სხვანაირად გამოუშვებს...

პირველი ლოკდაუნის დროს სხვა სიტუაცია იყო. არ ვიცოდით რა ვირუსი იყო და რისფაქტორებზე მივდიოდით. შემდეგ ჩვენც გაგვიჩნდა პასუხისმგებობის გრძნობები. მთავრობაშიც უნდა იცოდნენ, რომ ადამიანებს სხვანაირი პასუხისმგებლობები აქვთ უკვე.

რა მინდა იცით ვთხოვო, ვინც ამ კანონებს წერს და წესებს ადგენს, თვითონ ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში.

არ აიღოს თავისი ხელფასი და აიღოს ის 200 ლარიანი დახმარება. დამიჯერეთ, იმ კანონს სხვანაირად დაწერს და სხვანაირ რეგულაციებს გამოუშვებს. თვითონ თუ ჩადგება იმ სიტუაციაში, რაშიც ამდენი ადამიანია ჩამდგარი“,- , – ამბობს პროდიუსერი კახა მამულაშვილი „ტვ პირველთან“ საუბარში

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ ხსნის ქვეყანა საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

„ვერ გავერკვიე ერთ რაღაცაში. ვგოგლავ და ვგუგლავ, მთელს მსოფლიოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის. რატომ არ დადის ჩვენთან. ჩვენ რაღაც სხვანაირი მიდგომები გვაქვს?

სექტემბერში დაგვკეტეს და მიკვირს, როგორ არსებობენ ( ჩემზე ლაპარაკი არ მაქვს).

ივლისის 15-დან 15 აგვისტომდე ვიმუშავეთ. 16 კონცერტი გვქონდა ბათუმში. ამ დროის განმავლობაში არავის უთქვას ბათუმში, ცუდად ვარ და კოვიდი მაქვსო.

მე ეჭვი კი არ მეპარება, რომ კოვიდი არსებობს. პირველ სექტემბერს, მაგიდაზე ვიაღაცამ ხელი დაარტყა და თქვა, ნამცხვრების მაღაზიაში დაიწყოო ეპიდაფეთქებაო და დაიწყო და დაიწყო. დაინფიცირებულთა რაოდენობა 2-დან გახდა 200.

დღევანდელ დღეს ველოდებით რესტორნების გახსნას. მაგრამ ისიც რომ გაიხსნება, ხალხი მაშინვე ხომ არ დაიწყებს სიარულს.

უნდა ვიცოდე რისკებიც და მე თვითონ უნდა გადავწყვიტო, წავიდე თუ არა თეატრში ან რესტორანში“,- ამბობს კახა მამულაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42