"მელაშვილი 1995 წლიდან საქართველოს პოზიციის შესაბამისად მოქმედებდა! მორჩა, წერტილი..." - კაჭკაჭიშვილი
საზოგადოება - 18:09, 30 Jan, 2021     2414

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი დავითგარეჯის და ე.წ. კარტოგრაფების საქმეს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც პასუხობს მნიშვნელოვან კითხვებს ამ თემის გარშემო.

კაჭკაშვილი აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი და საზღვრის დამდგენი საექსპერტო კომისია მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფოს პოზიციის შესაბამისად, რომელიც ქვეყანამ 1995 წლიდან აირჩია.

"დავშალოთ დავითგარეჯის გარშემო ატეხილი სკანდალი მარტივ შეკითხვებად და თითოეულ მარტივ, მაგრამ არსებით შეკითხვას ვუპასუხოთ:

1. არის თუ არა დავითგარეჯის კომპლექსი საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი?

- დიახ, არის.

2. არის თუ არა (დღესდღეობით და 1924 წლიდან მოყოლებული) დავით გარეჯას კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული (ანუ, აზერბაიჯანის იურისდიქციის ქვეშ) - ჩიჩხიტურისა და ბერთუბნის მონასტრების ჩათვლით?

- დიახ, ჩიჩხიტური ნაწილობრივ, ბერთუბანი - სრულად.

3. არის თუ არა დავითგარეჯას კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ხვდება, სადავო ტერიტორია (ანუ, მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი), თუ მას ისეთივე სტატუსი აქვს, როგორც, მაგალითად, საინგილოს (ისტორიული ჰერეთის) ძეგლებს იმავე აზერბაიჯანში?

- დიახ, მოლაპარაკებების საგანია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

4. თვლის თუ არა აზერბაიჯანი (ცხადია, შეცდომით), რომ ბერთუბანი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და არა საქართველოსი?

- დიახ, თვლის.

5. 1937-38 წელს გამოცემული 200 000-იანი მასშტაბის რუკით (რაც ვითომ გადამალული იყო და რითიც აპელირებს გამოძიება), ხვდება თუ არა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები, კერძოდ, ჩიჩხიტური და ბერთუბანი, საქართველოს საზღვრებში?

- ჩიჩხიტური კი, ბერთუბანი - არა.

6. დათმობს თუ არა აზერბაიჯანი მის ტერიტორიაზე მოქცეულ ქართულ ძეგლებს ნებისმიერ შემთხვევაში?

- არა, არ დათმობს (ამას მოწმობს ათეული წლობით გაწელილი მოლაპარაკებები).

7. არის თუ არა გამოსავალი ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანს შესთავაზოს ტერიტორიების გაცვლა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეული ქართული ძეგლების სანაცვლოდ?

- დიახ, არის.

8. მოქმედებდა თუ არა საექსპერტო კომისია, ივერი მელაშვილის ხელმძღვანელობით, იმ მიმართულებით, რომ გარეჯას კომპლექსი სრულად მოქცეულიყო საქართველოს შემადგენლობაში ტერიტორიის გაცვლის (ე.წ. „მოცვის“) საფუძველზე.?

- დიახ, ეს იყო საქართველოს პოზიცია 1995 წლიდან.

მორჩა, წერტილი". - წერს კაჭკაჭიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42