არასწორი მენეჯმენტი ,არასათანადო ინფორმირება და ვადაგასული მედიკამენტები - ჯანდაცვის სამინისტროს აუდიტის დასკვნა
საზოგადოება - 17:14, 30 Jan, 2021     1047

შესაძლო კორუფცია და არასწორი მენეჯმენტი ჯანდაცვის სამინისტროში - უწყების მიერ განხორციელებული რამდენიმე პროექტი გამოიკვლია აუდიტის სამსახურმა, სადაც უამრავი დარღვევა აღმოაჩინა.

კერძოდ, საუბარია ვადაგასულ მედიკამენტებზე, რომელიც თავდაპირველად მორგებული იყო სოციალურად დაუცველებზე, შემდგომ კი პენსიონერებზე და შშმ პირებზეც.

აუდიტი აცხადებს, რომ პროგრამას თავიდანვე არასწორი მენეჯმენტი ქონდა და საკმაოდ ცოტა ბენეფიციარი მიმართავდა, რადგან არ იყო სათანადო ინფორმირება. ამ ყველაფერის ფონზე მედიკამენტების დიდი მარაგი დარჩა, რომლებსაც ვადა გაუვიდათ.

ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონრები და სოციალურად დაუცველები მედიკამნეტების გარეშე რჩებიან.

ოპოზიციის წევრები და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ კორუფციას, რადგან სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 130 ტენდერში მხოლოდ 3 კომპანია იმარჯვებს.

"ყველამ კარგად იცით როგორი გაძვირებულია საქართველოში წამლის ფასი და ამ დროს ყველაზე მეტად ვისაც აქვს მოთხოვნილება წამალზე, ქრონიკურლი დაავადების მქონე მოქალაქეებს, ხორციელდება მათივე ფულით პროგრამა, რომლის შედეგიც ამ ადამიანებამდე არ აღწევს, ვადაგასულია ძალიან ბევრი წამალი, არასწორი მენეჯმენტი, აქ არის ძალიან დიდი კორუფციული მომენტი", - ამბობს ენმ-ს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.

"შედეგი მაინც არ აქვს, ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი, მედიკამენტები ნაყიდია, ვადა გასული აქვს და პრაქტიკულად გადაყრილია, ვისი ფულით, ისევ და ისევ ჩვენი", - ამბობს ექსპერტი ვატო სურგულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42