"ქვეყანა უნდა გაიხსნას" - ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს კენცელარიასთან.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა ტრანსპორტის ფუნქციონირება და ქვეყნის სრული გახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობას და თვინებურად გახსნიან რესტორნებს.
მათი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა სარესტორნო ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
"ქვეყნის გახსნაა ჩვენი მთავარი მოთხოვნდა. ჩვენ ვიცავთ ყველა რეგულაციებს და მოგვცენ მუშაობის უფლება, ჩვენ ვართ სრულიად უსაფრთხო სფერო და გვინდა გადავარჩნოთ ისედაც ჩამონგრეული ეკონომიკა" - აცხადებს ერთ-ერთი რესტორატორი.
"დღეს, ქვეყანა არის გაჩერებული. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მუშაობის შესაძლებლობა მოგვეცეს. 250 000 ადამიანია დღეისთვის დასაქმებული, რომლებსაც მუშაობის საშუალება არ აქვთ. ვითხოვთ, რომ მათ მიეცეთ ოჯახის რჩენის შესაძლებლობა", - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციას შემოურთდა 200-მდე რესტორანი და მათ გააუქმეს მიტანის სერვისი დღეს 24 საათით.
მასალის გამოყენების პირობები






