სახლის ჩამონგრევისას დაშავებული ბავშვი მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს - შემთხვევა ზუგდიდში, დევნილების დასახლებაში ცოტა ხნის წინ მოხდა.
10 წლის მარიამ მამასახლისი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმაც გაავრცელა:
"ზუგდიდში მაშველებმა ბავშვი გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება" , - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






