საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე , მელაშვილს კიდევ ერთხელ ღიად უპირისპირდება და აცხადებს, რომ კარტოგრაფმა აზერბაიჯანის მხარეს ის მიწები გაუფორმა, რომელიც მათ ითხოვეს.
დეკანოზის თქმით, ივერი მელაშვილის გმირად წარმოჩენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა და სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.
"ერთმნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მისი გმირად წარმოჩენა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. არანაირი საფუძველი იმის თქმის, რომ მან რაიმე ეროვნული გააკეთა, არ გვაქვს.
რაც მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ, ყველა მიწა გაუფორმა, რაც მის კომპეტენციაში იყო. რა გააკეთა ეროვნული ნიშნით მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს გმირად აღვიქვათ არ ვიცი.
საპატრიარქოს კუთვნილებაა, ის ძეგლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და საპატრიარქო პირველ რიში სახელმწიფოსგან ითხოვს, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, იმისთვის, რომ აღდგეს სამართლიანობა",-ამბობს ჯაღმაიძე "ფორმულასთან".
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას გუშინ, 29 იანვარს გამოეხმაურა - საპატრიარქო წერს, რომ "სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ ვიღაც ბერი... კელიებთან პოზირებას დაიწყებს", შეურაცხმყოფელია".
საპატრიარქოს განცხადებას უპასუხა ივერი მელაშვილმა და განცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები, დავით გარეჯზე ისეთი განცხადებების გაკეთებას უნდამოერიდონ, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.
მელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი განცხადებები არ ნიშნავს ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას.
შეგახსნებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 28 იანვარს გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
.
მასალის გამოყენების პირობები






