"იმედი" გაიყიდა - ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მფლობელობაში არსებული მედიის გასხვისებაზე გადაწყვეტილება მიღებულია და ნებართვაც გაცემულია, თუმცა, ოფიციალურად წილები ჯერ გადაფორმებული არ არის
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ჰოლდინგის გაყიდვაზე, რომელშიც "ტელეიმედი", რადიო "იმედი" და "ჯი-დი-ესი" შედიან, დღეს იმსჯელა.
მფლობელი ხელისულფებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე , აშშ-ს მოქალაქე , ირაკლი რუხაძე და იგორ ალექსეევი და ბრიტანეთის მოქალაქე ბენჟამინ ალბერტ მარსონი ხდება.
ინფორაციას "იმედის" ყიდვის შესახებ თავად რუხაძეც ადასტურებს და აცხახდებს, რომ ორი წლის წინ იყიდა , უბრალოდ გადაფორმება გაჭინაურდა.
"მე და ჩემი პარტნიორები ვყიდულობთ. უფრო სწორედ, ორი წლის წინ ვიყიდეთ. უბრალოდ, გადაფორმება გაჭიანურდა სტრუქტურული მიზეზების გამო. დღეს მივიღეთ ფორმალური თანხმობა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან. რამდენიმე თვეში დავხურავთ გარიგებას და გამოვაცხადებთ. ტელეკომპანიას ჯერ ისევ ინა გუდავაძე ფლობს,“- განაცხადა რუხაძემ "ბიზნესპარტნიორთან"
მასალის გამოყენების პირობები






