ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა უკრაინას შეთავაზა დახმარება მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგის გამართვაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამის შესახებ მან განაცხადა უკრაინის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელ ლეონიდ კოჟარასთან საუბრისას.
„ძირითადი უფლებების პატივისცემა, როგორიცაა შეკრების თავისუფლება, საკუთარი აზრის გამოხატვა და ჟურნალისტებისთვის მუშაობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. მოცემულ სიტუაციაში, ეუთო, როგორც ორგანიზაცია და პირადად მე მზად ვართ დავეხმაროთ მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგის გამართვაში ყველა მხარეს შორის“, - აღნიშნა ლამბერტო ზანიერმა.
ზანიერისა და კოჟარას შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ეუთოს მე-20-ე შეკრების წინ, კიევში შედგა.
მასალის გამოყენების პირობები






