ბათუმის ბულვარში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბუკვარში 16 სართულიანი სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიამ უკანონო ნებართვის საფუძველზე დაიწყო შენება.
აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ მშენებლობა დიდი კორუფციული გარიგების შედეგად დაიწყო და პასუხისმგებლობა აჭარის მთავრობასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთნაირად ეკისრება.
"მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლების მიტაცებით აგრძელებს მავნებლობას ამის ნათელი და აშკარა მაგალითია ბულვარში 16 სართულიანი "ამბასადორის" მშენებლობა, რომლიც ხდება ქალაქის მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ. მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ მოახდინონ ამ მშენებლობის დეკონსტრუირება და ახლავე, უახლოეს დროში მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებას", - განაცხადა მოძრაობა "შენთან ერთად"-ის წევრმა კახა მიქელაძემ.
"ვაპროტესტებთ ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ნაგებობის მშენებლობას ჩვენ მოვედით იმისათვის, რომ გამოგვეძახა მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომლებმაც განმარტეს, რომ არ შედის მათ კომპეტენციაში ამ საქმის აღსრულება და გადაგვამისამართეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რომლებმაც თავი აარიდეს აქ მოსვლას. მაგრამ მათ პირდაპირ პრეროგატივაში შედის, რომ მოვიდნენ დაა დააფიქსირონს, აქ მიმდინარე მშენებლობა არის კანონიერი თუ არა. გვთხოვეს, რომ მივმართოთ წერილი, რასაც გავაკეთებთ აუცილებლად. მივალთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსტან იქ გამვართავთ საპროტესტო აქციას და აქციის ფონზე შევიტანთ წერილ", - აღნიშნა ორგანიზაცია "მე მიყვარს ბათუმის" წევრმა, ალეკო მილორავამ
მასალის გამოყენების პირობები






