ევროკავშირთან შეთანხმებაზე ხელის არმოწერით, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საკუთარი ინტერესები სახელმწიფოზე მაღლა დააყენა. უკრაინელებმა, როგორც 2004 წელს, გადაწყვიტეს, რომ კორუმპირებულ და სულ უფრო ავტორიტარულ ხელისუფლებას აღარ აიტანენ. ამის შესახებ Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრამერი The Washington Post-ში წერს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა ვაჭრობის შეწყვეტისა და გაზის გადაკეტვის შესახებ იანუკოვიჩმა საბაბად გამოიყენა, რომ არ წასულიყო ევროკავშირთან შეთანხმებაზე. სინამდვილეში, უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, იანუკოვიჩს არასოდეს აინტერესებდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მისთვის პირადი სარგებლობა მოჰქონდა.
როდესაც მის პირად მტერს - ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს გაუსწორდა, იანუკოვიჩი და მისი ოჯახი, პირადი სიმდიდრის გაზრდით დაკავდნენ. „შარშან უკრაინულ პოლიტიკურ წრეებში ფართოდ გავრცელდა ტერმინი „ფამილიზაცია“ იანუკოვიჩების კლანის მასიური კორუფციის აღსაწერად, - აცხადებს სატატიის ავტორი, - პრეზიდენტის ერთ-ერთი ვაჟიშვილი, განათლებით სტომატოლოგი, 2011 წელს უკრაინის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში შევიდა. მისი და მისი ნათესავების არადეკლერირებულ შემოსავლებზე, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება“.
მასალის გამოყენების პირობები






