მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს მისი პოლიტიკის პრობლემურობა - სამოქალაქო სექტორი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვს
საზოგადოება - 13:56, 18 Jan, 2021     1124
ბუკნარში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების გამო არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ მოთხოვნით, გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

როგორც ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, აღნიშნული სააგენტო რელიგიურ დისკუსიებს აფერხებს და ის სუს-ის პოლიტიკური ორგანიზაციაა:

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს მისი პოლიტიკის პრობლემურობა, სისტემური ჩავარდნები და დაიწყოს ღია და დემოკრატიული რეფორმების პროცესი, რაც ჩვენი შეფასებით, პირველ რიგში მოითხოვს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას, რომელიც გახდა ბარიერი ამ საკითხებზე სალაპარაკოდ, ამ საკითხებზე სახელმწიფო უწყებებთან დისკუსიის გასახსნელად, რადგან ის ახშობს დისკუსიის ყველა მცდელობას, ჩვენი შეფასებით, ეს უწყება არის სუსის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ აკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციები და არა გარდაქმნას, ისედაც არსებული უთანასწორო პოლიტიკა ამ სფეროში" - განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსის რუსუდან გოცირიძის შეფასებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ძირითადად მუსლიმი თემის კონტროლს ცდილობს და ის ხელისუფლების სტრატეგიის გამტარია:

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, კონტროლის ძირითადი ინტერესი არის მუსლიმური თემი, სააგენტო არის ხელისუფლების სტრატეგიის გამტარი" - განაცხადა გოცირიძემ.

"ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ მიზანმიმართულ დევნას მუსლიმი თემისას და ეს გამოაჩენს ხარვეზებს სახელმწიფოს მხრიდან უმცირესობებისადმი პოლიტიკის გატარების პროცესში" - აღნიშნა ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელმა ზაზა მიქელაძემ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42