ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე კორონავირუსის მესამე ტალღის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, საქართველში კორონავირუსის მესამე ტალღა დაახლოებით, თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება.
„ეს ყველაფერი ვარაუდებია.
ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია...
ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით ვიდრე ევროპას. აქედან განმომდინარე, სავარაუდო მესამე ტალღა, შესაძლოა, იყოს თებერვლის მეორე ნახევარიდან.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება და არც იმის საჭიროება დგას ამ ეტაპზე, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება გახდეს საჭირო. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე სრული სტაბილიზაციაა.
„სტატისტიკის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს სრული სტაბილიზაცია. დღეს ქვეყანაში არ არის ინფექციის მკვეთრი ზრდა. დღეისათვის ჰოსპიტალებში ჩვენ გვყავს 3873 ადამიანი, 807 არის ჟანგბადდამოკიდებული, საიდანაც 245 პირი არის აპარატზე.
თავისუფალი გვაქვს 2972 ადგილი. დღის განმავლობაში ხდება 200-მდე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ ჰოსპიტალური სექტორი სრულად მობილიზებულია. დამატებითი საწოლების მობილიზება საჭირო არ არის“, - აცხადებს მინისტრი.
მასალის გამოყენების პირობები






