ახლოურების ნათესავი ტრაგიკული ღამის დეტალებზე: “მამა სახლში დაღლილი მივიდა… მიშომ ჩაი მოუმზადა…იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა”
საზოგადოება - 23:32, 11 Jan, 2021     2633

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის საქმეზე პროკურატურა აცხადებს, რომ შემთხვევის დღეს, ძმებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც, ბრალდებულმა გიორგი ახლოურმა ძმას მოკვლის მიზნით გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

ადვოკატი განზრახ მკვლელობას გამორიცხავს, თუმცა 21 წლის გიორგი ახლოურს გამოძიება სწორედ ამ მუხლს ედავება.

გიორგი ახლოურის ბიძაშვილი, მარიამ ჩიტიშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბარში აცხადებს, რომ მომხდარდთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

მისი თქმით, ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო.

“ძალიან ცუდია, რომ ჟურნალისტები ასე აშუქებენ მომხდარს. თითქოს ჩვენი ტრაგედია და უბედურება არ გვყოფნის და ახლა ცრუ ინფორმაციებიც ვრცელდება. რაც მოხდა, შემთხვევითობა იყო. ძმები არასოდეს ჩხუბობდნენ. ბიჭების მამა ტაქსის მძღოლია, დილის 5 საათზე დგება, რომ იმუშაოს. ადრე ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება – ახლა ტაქსის მძღოლად მუშაობს. იმ ღამით სახლში დაღლილი მივიდა, მიშომ ჩაი მოუმზადა. ამის შემდეგ მარადი დასაძინებლად გავიდა და ჩაეძინა. ძმებს ცხოვრებაში ჩხუბი არ მოსვლიათ, იმ ღამით რომ ეჩხუბათ, მამას გაეღვიძებოდა, რადგან პატარა ბინა აქვთ.

ტელევიზორის ხმის აწევა-დაწევის გამო მოხდა კამათი. გიორგიმ მიშოს სთხოვა, ტელევიზორს დაუწიე, უნდა დავიძინო, დილით ადრე უნდა ავდგე და სამსახურში წავიდეო. გიორგი გერმანულ კომპანიაში მუშაობდა, ყოველთვე აწინაურებდნენ. ეს ბიჭები არც სვამდნენ, არც სიგარეტს ეწეოდნენ. სპორტს მისდევდნენ და წარმატებულებიც იყვნენ, არადა სოციალურ ქსელში საშინელი კომენტარები იწერება”, – აცხადებს გიორგი ახლოურის ბიძაშვილი, მარიამ ჩიტიშვილი “კვირის პალიტრასთან”.

“კვირის პალიტრა ”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42