"რუსული დირექტივები და უპასუხისმგებლობა ღვთისა და მორწმუნეების წინაშე" - რა მოხდა შობის ღამეს საპატირარქოში და ვის "ახირებაზე" დგას სასულიერო სისტემა?
საზოგადოება - 13:15, 09 Jan, 2021     4254

სრულიად საქართვეოს კათოლიკოს პატრიარქის ეპისტოლეები წელიწადში ორჯერ – აღდგომისა და შობის დღესასწაულებზე ვრცელდება. ამ დრომდე გამონაკლისი არ დაშვებულა და ღვთისმსახურებაზე მისულ მრევლს აღდგომისა თუ შობის დადგომამდე ყოველთვის აცნობდნენ პატრიარქის სიტყვას. თუმცა, 2021 წლის შობის ღამე აღმოჩნდა გამონაკლისი, როცა სამების საკათედრო ტაძარში, ღვთისმსახურებაზე, რომელსაც პატრიარქი ატარებდა, არ იქნა წაკითხული საშობაო ეპისტოლე.

რა მოხდა საპატრიარქოში და რა გახდა უპრეცედენტო შემთხვევის მიზეზი? საზოგადოებას, მათ შორის თეოლოგებს კითხვები საპატრიარქოსთან აქვს

„ნიუპოსტი“ ვლადიმერ ნარსიას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან ეპისტოლეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და მომხდარი შეაფასა, როგორც ეკლესიისა და ერის წინაშე გამოჩენილი უპატივცემულობა:

„პატრიარქის ეპისტოლე არ არის მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიის ტრადიცია. შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის საყოველთაო ტრადიცია, როცა ყველაზე მთავარი აქცენტები არის გამოკვეთილი ეკლესიის წინამძღოლის სიტყვაში და ეს გულისხმობს მზრუნველობის განსაკუთრებულ ხარისხს, სადაც ჩანს, რომ პატრიარქი აკვირდება ერის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს, აქცევს ყურადღებას პრობლემურ საკითხებს და ასე შემდეგ.

ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეპისტოლე სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. არსებობს ასეთი ქართული სიტყვა – „მრგვლივმოსავლელი“, რაც გულისხმობს იმას, რომ ეპისტოლე მიემართება ერის ყველა ნაწილს და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

როცა ასეთ მნიშვნელოვან ფაქტზე ვსაუბრობთ, აშკარად უნდა გავაკეთოთ დასკვნა, რომ საპატრიარქო პატივს არ სცემს ამ ტრადიციას და პატივს არ სცემს პატრიარქს, როდესაც მისი სიტყვა ასეთი მნიშვნელობის მქონეა, გადავადდება ან გადაიწევს თუნდაც ნებისმიერი მიზეზით. ამ შემთხვევაში ჩანს, რომ საპატრიარქოში მნიშვნელოვანი პროცესების მართვას განსაზღვრავს ერთი ადამიანი და არა შემდგარი სისტემა, ამ ნაკლოვანების შესახებ კი ვსაუბრობთ მრავალი წელია“, – აღნიშნავს თეოლოგი.

მისივე განცხადებით, საპატრიარქოში არ არსებობს სისტემა, რომელიც მართვის სადავეებს განკარგავს, არამედ ის დამოკიდებულია ერთ ადამიანზე და მის ახირებაზე:

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვნად გამოსაკვეთი პრობლემა, რომ ჩვენ შეიძლება ერთ დღესაც აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში და დავინახოთ, რომ საპატრიარქოს პასუხი არის დამოკიდებული ერთ ადამიანზე და არა სისტემაზე, რომელიც უნდა არსებობდეს, რადგან გითხრას, რომ არსებობს თავად ეკლესია ამ სისტემის სახით. მომხდარი კი არის ინსტიტუციური უპატივცემულობა. ერთი ადამიანის ახირებაზე დამოკიდებული გახდა მთელი ეკლესია და როცა ამ ადამიანმა მოიცალა, მაშინ გამოქვეყნდა ეპისტოლე, რომელიც არსობრივად არაფრის მთქმელია“, – დასძენს ვლადიმერ ნარსია.

რაც შეეხება ეპისტოლეს შინაარსს, თეოლოგის განმარტებით, წარსულში საპატრიარქო დაცულად გრძნობდა თავს და ავრცელებდა პატრიარქის ისეთ სიტყვას, სადაც თუნდა მისთვის არაკომპეტენტურ საკიხებზე დარწმუნებითი პასუხები ჰქონდა. ამ შემთხვევაში კი დაგვიანებით გავრცელებულ საშობაო ეპისტოლეში ეს ყოველივე არ იგრძნობა და ის სანიტარული წესით, მშრალად არის დაწერილი:

„თუ ადრე ეპისტოლეებში გაშლილი იყო პრობლემები და თემები, სადაც საპატრიარქო დაცულად გრძნობდა თავს და მისთვის სრულიად არაკომპეტენტურ სფეროებზე დარწმუნებით აკეთებდა გარკვეული ტიპის დასკვნებს, დღეს ამას ვეღარ ბედავს და იმფილტრაცია შეიმჩნევა საშობაო ეპისტოლეში სიტყვის თუ აზრის. რჩება განცდა, თითქოს ეშინია საპატრიარქოს რაღაცის თქმა.

ეს ეპისტოლე არის სანიტარული მეთოდით დაწერილი, რათა მაქსიმალური იმფილტრაცია იყოს ყველა სიტყვაში. მასში არაფერი ახალი და ეპისტოლარული არ არის. ეპისტოლარული გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საპატრიარქომ გაგვაგებინოს ის, რაც არ შეიგრძნობა ჩვეულებრივი ადამიანის თვალთახედვით, მისი განცდით და არსებობს რაღაც უფრო უმაღლესი, იერარქიული და სულიერი გამოცდილების მქონე ინსტიტუცია, რომელმაც უფრო მეტი შენიშნა არსებულ პრობლემებზე და ამ საკითხებზე გვაწვდის სამოძღვრო სწავლებას. ამ ეპისტოლეში ეს ყოველივე სრულებით არ ჩანს“, – ამბობს ნარსია.

რაც შეეხება პატრიარქის მდივანრეფერანტის შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსით ინფიცირების საკითხსა და ამ ყოველივეს ეპისტოლეს გავრცელებასთან კავშირს, თეოლოგი ამბობს, რომ საპატრიარქო ე.წ. შავ პიარზეც მიდის, რადგან ეს არის რუსული დირექტივა და სწორედ ის განკარგავს წესებს თუ როგორ უნდა იქცეოდეს საპატრიარქო:

„შავ პიარზეც მიდის საპატრიარქო, თუნდაც ზვიადაძე დღემდე რჩება ამ ინსტიტუციის სახედ, მათ არ აინტერესებთ საზოგადოების რეაქცია. ისინი ასეთი გაჯიუტებით აჩვენებენ, რომ მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვიან ადამიანები, როგორ შეაფასებს საზოაგდოება მათ. მათ პასუხისმგებლობა არც მორწმუნეების წინაშე აქვთ და მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც არც ღვთის წინაშე გრძნობენ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ერთადერთი, რაც შესაძლებელია გახდეს რაღაც ტიპის ცვლილებების მიზეზი საპატრიარქოში, ეს არის რუსული დირექტივა და უშიშროების სამსახურები, რომლებიც აკონტროლებენ და მთლიანად ადგენენ დღის წესრიგს თუ სტრატეგიას იმასთან მიმართებით თუ როგორ უნდა იქცეოდეს საპატრიარქო ამა თუ იმ საკვანძო საკითხებზე.

თუ იქ განიხილება ის საკითხი, რომ შორენა თეთრუაშვილი ასეთი ოდიუზური პიროვნებაა, აზიანებს ეკლესიის რეპუტაციას და უნდა ჩამოცილდეს ეკლესიის მმართველობას, ის ჩამოსცილდება მმართველობას, მაგრამ რაც არ უნდა ნეგატიური შეფასება მოყვეს თეთრუაშვილის არა ერთ ბინძურ, ბნელითმოსილ საქმესა და მის განზრახვებს, არანაირი რეაგირება არ მოჰყვება ამ ტიპის პრობლემატიკას, რადგან არ აინტერესებთ საზოგადოების რეაქცია“, – ამბობს თეოლოგი ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, საზოგადება ამ ისტიტუციისგან აღიარებას ელის, რომ ყველაფერი რიგზე არ არის და არსებობს პრობლემები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებენ. თეოლოგი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი საპატრიარქოში არსებული სიტუაციის დალაგება და ადამიანების ეკლესიისკენ მიბრუნება:

„მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს ზიანს აყენებს არა იმდენად იაკობის მსგავსი ადამიანები, რომლებიც დათვრებიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ პირდაპირ ეთერში, რომელიც იწვევს საზოგადოებაში ნეგატიურ დამოკიდებულებას, ეკლესიას უფრო მეტად ზიანს აყენებს იოანე გამრეკელისა და ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მსგავსი ეპისკოპოსები, რომლებიც ძალიან მიზანმიმართულად და მავნებლურად აფიქსირებენ აზრებს, თითქოს ერთის მხრივ განათლებაზე პრეტენზიით, მაგრამ არსობრივად ეს აზრები არის დამაზიანებელი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფაქიზი ძაფების, გულწრფელობისა და სიმართლის სიმები, რომელზედაც არის აგებული ეკლესიური ცნობიერება. სწორედ ამ გულწრფელი და მართალი ადამიანების წინააღმდეგ შეტევა ეხერხებათ ამ ტიპის იერარქებს. ინსტიტუციის მმართველი ჯგუფი კი სწორედ ამ ადამიანებით შედგება და იმედია ოდესღაც მოხდება სასწაული და შეიცვლებიან ისინი. იქნებ შემდეგ ვინმემ გაბედოს უმაღლესი იერარქიიდან მართალი სიტყვის თქმა და იმის განცხადება, რომ იქაც ეშლებათ.

საზოგადოება ელოდება გულწრფელ აღიარებას, რომ არსებობს რიგი საკითხებისა, რომელიც ეკლესიას ეშლება და ითხოვს პატიებას. ასე აიგება ახალი ეკლესიის სახე და ასე შემობრუნდებიან ადამიანები ეკლესიისკენ“, – აცხადებს ვლადიმერ ნარსია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42