ტელერანტობის და მრავალფეროვმნების ინსტიტუტი გამოეხმაურა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტურ განცხადებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.
არასამთავრობო მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეაქცია არასაკმარისია და მიაჩნია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ თავისი გამცხადების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.
"მივესალმებით მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური განცხადებების კრიტიკულად შეფასებას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმულია პირველი სწორი ნაბიჯია. თუმცა, ამავდროულად, ვთვლით, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად.
სწორედ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებამ დაუდო საფუძველი ანტისემიტიზმის ახალ ტალღას, რასაც შემდეგ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებები მოჰყვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგების პრობლემურობაც და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის",- ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ.
აქვე, იოანე გამრეკელის ქადაგებას საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანიაც გამოეხმაურა.მისი თქმით, იოანე გამრეკელს ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია. ჟვანიას მტკიცებით, "მეუფე იოანე მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე".
მასალის გამოყენების პირობები






