შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები - მიშო და გიორგი ახლოურების მამა, მარად ახლოური, მისი შვილის გარდაცვალებაში გამომძიებლებს ადანაშაულებს.
მედიასთან სისხლიან ღამეზე პირველი კომენტარი გააკეთა მოკლულისა და მკვლელის მამამ - მარად ახლოური დეტალურად იხსენებს 5იანვრს მომხდარ დაპირისპირებას და აცხადებს, რომ გიორგი ახლოურმა მისი 19 წლის ძმა შემთხვევით მოკლა.
მარად ახლოური ირწმუნება, რომ დაჭრილს გამომძიებლები ინგოროყვას კლინიკაში დიდხანს კითხავდნენ, რის გამოც სამედიცინო დახმარება დაუგვიანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
"ლაპარაკობდა, რომ ჩამოვიყვანეთ მე გიომ და ჩემმა დისშვილმა. ბავშვი ცოცხალი მოვიყვანეთ. რანაირად, მაშინ, გზაში ხომ დაიღუპებოდა. ექიმებმა თვეს, რომ არ გვაცადესო, ასეთი ინფორმაციაც მივიღე... თავიანთი სამსახურის გამო ბავშვი დაიღუპა,ა სე გამოდის, რომ სამსახური შეესრულებინათ გაწირეს", - ამბობს, მარად ახლოური.
ინგოროყვას ექიმი კი უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას, რომ მედიკოსებს მკურნალობის დროს ხელის შემშლელი ფაქტორები არ ჰქონიათ. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტი შეყვანიდან 7 წუთში საოპერაციო ბლოკში იყო.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია მიმდინარე წლის 5 იანვარს დატრიალდა. 21 წლის გიორგი ახლოურს ძმის, 19 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. ბრალდებული კი ფაქტს უარყოფს და დუმილის უფლებას იყენებს.
მასალის გამოყენების პირობები






