186 - 5-ის წინააღმდეგ, დანარჩენებმა თავი შეიკავეს. მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 226 ხმა იყო საჭირო.
საგანგებო სხდომაზე ოპოზიცია მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებდა. პარლამენტში აზაროვი საკუთარი გუნდით მივიდა. პრემიერმა გამოსვლა ბოდიშით დაიწყო. მან თქვა, რომ წუხს მომიტინგეების დარბევის გამო.
უკრაინის პრემიერმა პირობა დადო, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს. უკრაინის პრემიერი მოუწოდებს დემონსტრანტებს, სასწრაფოდ შეწყვიტონ პიკეტირება. აზაროვს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე გააწყვეტინეს. რომლებიც დარბაზში ფეხზე იდგნენ, პროტესტის ნიშნად, აკაკუნებდნენ და სკანდირებდნენ. აზაროვი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის.
რადას გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული ოპოზიციის გეგმები, რომელიც სულ მალე ცნობილი გახდება.
საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას ქუჩაში ათასობით ადამიანი ელოდებოდა.
აქციაზე, რომლიც დილიდან მიმდინარეობს, ამ წუთებში სიმშვიდეა, მაგრამ დღე დაპირისპირებით დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რამდენჯერმე სცადა. საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლებამ ისევ მიიღო გადაწყვეტილება და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ისევ რაზმი „ბერკუტი“ გამოიყვანა. სწორედ ის დანაყოფი, რომელმაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ძალა გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები






