ჩემი სიცოცხლის შეწყვეტას რამდენიმე წუთიღა აკლდა – გოგი წულაია ცოლმა გადაარჩინა
საზოგადოება - 10:39, 05 Jan, 2021     3053

„თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ოქტომბერში გულის მძიმე შეტევით კლინიკაში მოხვდა და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, მედიკოსებმა დროული ჩარევის შედეგად მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

ბატონმა გოგიმ „სარკეს“ გადატანილი რთული პერიოდის შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ის მძიმე დღეები, როდესაც ცუდად იყო.

– გადავიტანე ინფარქტი, წამებში გადამარჩინეს. შემდეგ საჭირო აღმოჩნდა შუნტირება, ოთხივე სისხლძარღვი გამომიცვალეს.

– ის საღამო გაიხსენეთ, როდესაც ცუდად გახდით.

– გამთენიის ხანი იყო, ალბათ 4 საათი. გულის არეში მქონდა ტკივილები და ვერ ვსუნთქავდი, ჰაერი არ მყოფნიდა. სასწრაფოს გამოძახება არ მინდოდა, რაღაცნაირად ვჯიუტობდი და მეუღლე მაძალებდა. ბოლოს დავთანხმდი და მადლობა ღმერთს, რომ მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა.

მოვიდნენ მედიკოსები, წამიყვანეს და აღმოჩნდა, რომ მქონდა ინფარქტი, ფილტვებში სპაზმები იყო დაწყებული და რამდენიმე წუთში საერთოდ ვეღარ შევძლებდი სუნთქვას. ჩემი სიცოცხლის შეწყვეტას რამდენიმე წუთიღა აკლდა. ცოლს რომ არ ეყოჩაღა, დღეს ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ადამიანი ამ საუკუნეში გულით აღარ მოკვდება, თუ დროულად მივა კლინიკაში.

– ალბათ მეუღლე ძალიან ინერვიულებდა.

– აუ, საოცრად განიცდიდა! მან გადამატანინა ის, რაც გადავიტანე. გვერდით მედგა, მამხნევებდა, სტიმულს მაძლევდა, სიცოცხლე მაჩუქა.

– თუ გქონდათ ისეთი წამები, როცა ფიქრობდით, რომ, აი, დამთავრდა ყველაფერი, მორჩა…

– ეგ მომენტი იმ დროს მქონდა, როცა ვეღარ ვსუნთქავდი. თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გამირბინა. უცებ გადავხედე გასაკეთებელ და გაკეთებულ საქმეებს. მაშინ მივხვდი, რომ ის, რაც იმ დღეს უნდა გააკეთო, არ უნდა გადადო.

ჩემი ბრალი იყო, ექიმთან დროულად უნდა მივსულიყავი. ორი სტენტი რომ მქონდა გაკეთებული და დღეში 2-3 კოლოფ სიგარეტს ვეწეოდი, დამნაშავე ვარ, აბა, რა ვარ?! უფალმა ნამდვილად მაჩუქა მეორე სიცოცხლე, რომელსაც, ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, არ ვიმსახურებდი.

– წონაში ავადმყოფობის გამო დაიკელით?

– კი, 12 კილო დავიკელი და ვაგრძელებ კლებას. ამ კუთხით ზოგი ჭირი მარგებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42