ბერას ნომერი არ მაქვს, ლოცვებში ვიხსენიებ – როგორი ურთიერთობა აქვს ჭოხონელიძეს ნათლულთან?
საზოგადოება - 11:53, 29 Dec, 2020     1450

მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე ბერა ივანიშვილის ნათლიაა. შესაძლოა, ამ ამბავმა გაგაკვირვათ რადგან „ნათლია“ ბოლო პერიოდში ნათლულის მამის პოლიტიკურ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ ხშირად აკრიტიკებს.

როგორც თავად ჭოხონელიძე ამბობს, როდესაც ბერას ნათლიობა შესთავაზეს ბიძინა ივანიშვილს არავინ იცნობდა.

ნათლიობის ინიციატორი კი ბიძინას მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე იყო.

„ეს ოჯახი გახმაურებული იყო თავისი სულიერი სიმდიდრით. ჩვენი ოჯახების სიახლოვე ეკას დედ-მამისგან წამოვიდა, იმიტომ, რომ მამაჩემი და ბიძინას სიმამრი ერთად გაიზარდნენ…

ჩვენ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. აქ არ ტრიალებდა ფინანსური მხარე, აქ იყო მხოლოდ მორალური ადამიანური სიახლოვე“,- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ „პირველ რადისოთან“ საუბრისას.

შესაძლოა, ახლა მათ ურთიერთობას ბზარი გაუჩნდა და ნათლიმირონობის 9-თაობიანი ნათესაური კავშირი არცთუ ისე მყარად გაგრძელდა…

მათ არასახარბიელო დამოკიდებულებას რამდენიმე ფაქტი განამტკიცებს, რომელიც მედიაში გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ნათლიამ ბერას გაბედნიერება არ მიულოცა

„არც ბერას ტელეფონი ვიცი და არც კონტაქტი მაქვს და როგორ მივულოცავდი? ძალიან ბევრი ადამიანი ახვევია თავს, რომლებიც მასთან ახლოს არ მიშვებენ. გარდა იმისა, რომ აქციებზე შევხვდი მას და მამამისს, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ჭოხონელიძე.

ნათლიას ქორწილში დაპატიჟების მოსაწვევი არ მიუღია

„არც მქო­ნია ილუ­ზია, რომ ბერა ქორ­წილ­ში დამ­პა­ტი­ჟებ­და. ბერას დაქორწინების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე… ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახს, მათ­გან მხო­ლოდ კარ­გი ვიცი, მაგ­რამ წლე­ბია და­კარ­გუ­ლი გვყავს ერ­თმა­ნე­თი“,- ამბობს ჭოხონელიძე.

ნათლია ბერას ლოცვებში იხსენიებს

„ბერასთვის ერთადერთი, რაც შემიძლია, ლოცვებში მოვიხსენიებაა. ასე გამოვხატავ მისდამი მზრუნველობასა და სიყვარულს“,- ამბობს მომღერალი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42