პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, ბაზრობების დაკეტვის შედეგად შემოსავლის გარეშე დარჩენილმა გარემოვაჭრეემა ქუთაისში თავიანთი პროდუქციის გაყიდვა ტროტუარზე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალ რეგულაციებს ეწინააღმდეგება, მოვაჭრეები აცხაებენ, რომ სხვა შემთხვევაში ვერც სესხს გადაიხდიან და ვერც ოჯახებს გამოკვებავენ:
"მარტო "გრანდ მოლს" უნდა რომ ივაჭროს, სხვას ჭამა არ უნდა? ჩვენ ცოდოები არ ვართ? მაღაზია დაკეტილი გვაქვს და ბაზრობები. ბანკები გვაქვს და აბა როგორ გადავიხადოთ, სესხს ვინ გადაგვიხდის ჩვენ", - ამბობს ერთ-ერთი გარმეოვაჭრე.
ცნობისთვის, შეზღუდვები 24 დეკემბერს ორი კვირით უნდა მოხსნილიყო, თუმცა მოგვიანებით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ სავაჭრო ცენტრები გახსნილიყო, ტრანსპორტი და ბაზრობები კი ისევ ჩაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები






