17 წლის სტიქაროსანი სასულიერო პირს გარყვნილ ქმედების მცდელობაში ადანაშაულებს - მღვდელი არასრულწლოვან სტიქაროსანს უხმს ვიდეოებსა და სექსუალირი ხასიათის წერილებს უგზავნიდა.
აღნიშნულ ფაქტს საპატრიარქოც და ეკლესიის წინამძღვარიც ადასტურებს.
არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში შემჩნეული სასულიერო პირის შესახებ სტიქაროსნის ოჯახმა მას შემდეგ გაიგო, რაც მოზარდმა მშობლებს მღვდლის მიმოწერაზე უამბო და შეტყობინებები უჩვენა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის დედა ევროპიდან საქართველოში ჩამოვიდა და სასულიერო პირისა და მისი შვილის მიმოწერა საპატრიარქოს პირადად გადასცა.
ამავე ტაძრის სხვა სასულიერო პირების თქმით, მღვდელმა ევროპის ერთ-ერთი ქალაქი, ამბის გახმაურებიდან 2 კვირაში დატოვა და საქართველოსი დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მღვდელი საქართველოშიც იყო ანალოგიურ შემთხვევებში მხილებული, ერთ-ერთი რეგიონიდან ევროპის ეკლესიაში წასვლის შემდეგ კი თითქმის 2 წელი საეკლესიო საქმიანობას ეწეოდა.
მასალის გამოყენების პირობები






