წნორში მომხდარი საზარელი ავარიის დროს, მძიმედ დაშავებულ 15 წლის ახალგაზრდას დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი აცხადებს.
“ჩემო მეგობრებო არასდროს მქონია მსგავსი პოსტი და არ შემიწუხებიხართ, ვიცი რომ ყველას უჭირს ამ პანდემიის ფონზე. ყველამ იცით ასე თუ ისე ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი ჩემი ოჯახის წევრი 15 წლის შაკო სიცოცხლისთვის იბრძვის.
შაკო მოთავსებულია იაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში და ყველამ იცით რა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ოჯახს არანაირი საშუალება არ გააჩნია ამ ეტაპზე ფინანსური, ამიტომ ყველას უმორჩილესად გთხოვთ რისი საშუალებაც გექნებათ ( თუნდაც ერთი ლარი ) დავეხმაროთ შაკოს სიცოცხლის შენარჩუნებაში.
ძალიან გთხოვთ და გემუდარებით დაგვიდექით გვერდით ამ რთულ სიტუაციაში ანგარიშის ნომერი: კრედო ბანკი #GE37CD0360000005283388. მიმღები: ანა მიკირტიჩიანი – დედა.” – აცხადებს ახლობელი.
დაშავებულის დედა, ანა მიკირტიჩიანი საზოგადოებას სოციალურ ქსელში სასიხარულო ამბავს უზიარებს. ის აცხადებს, რომ მისმა შვილმა დედის ხმის გაგონებაზე თვალები გაახილა.
მასალის გამოყენების პირობები






