უკრაინული ფრაქცია რეგიონალების მეთაურმა ალექსანდრ ეფიმოვმა განაცხადა, რომ პარტია რეგიონებიდან მისი კოლეგების გასვლის შესახებ მედიიდან შეიტყო, თუმცა ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.
უმაღლესი რადას სამდივნოში პარტია რეგიონებიდან, ფრაქციის დატოვების შესახებ მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული - სახალსო დეპუტატ დავით ჟვანიასაგან, განაცხადა ბრიფინგზე უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ვლადიმერ რიბაკმა.
პარტია რეგიონებიდან გამოსვლის შესახებ, განაცხადეს უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა: დავით ჟვანიამ, ინა ბოგოსლოვსკაიამ, ვლადიმერ მელნიჩენკომ და ნიკოლაი რუდკოვსკიმ. მათთან ერთად, მილიციის მოქმედება დაგმეს დეპუტატებმა სერგეი ტიგიბკომ და ინა ბერეჟნაიამ.
ხელისუფლებისადმი ლოიალურმა ომბუდსმენმა ვალერია ლუტკოვსკაიამ ასევე განაცხადა მილიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






