მირჩევნია ისევ კორონა შემხვდეს, ვიდრე ასე შიმშილით მოვკვდე - გარემოვაჭრეებს დაწესებული შეზღუდვების გამო უმძიმესი პირობების ატანა უწევთ
საზოგადოება - 17:04, 22 Dec, 2020     1319
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება და ეს მოხსნა არ ეხება ბაზრობებს, უამრავი გარემოვაჭრე ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე კიდევ უფრო მეტ ხანს დარჩება. საინფორმაციო სააგენტო ჰოთნიუსმა გორის ბაზრობის ერთ-ერთი გარემოვაჭრე ჩაწერა, რომელმაც იმ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრა, რისი ატანაც პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფონზე უწევს:

"ბაზრობაზე თითქმის 18 წელია, ვმუშაობ და ეს ჩემთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. რაც კოვიდპანდემია დაიწყო, თითქოს ყველას დავავიწყდით, არავინ კითხულობს, რას ვჭამთ, როგორ ვარსებობთ. თვის ბოლოს დიდი სიხარულით ველოდები მეც და ჩემთან ერთად მომუშავე სხვა ქალებიც, გვეგონა, მთავრობა მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომ შევძლებდით ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას. თუ დიდი სავაჭრო ცენტრები მოახერხებ კონტროლს, რიგების და დისტანციის დაცვას, ჩვენ რატომ ვერ მოვახერხებთ, სულ პირბადით ვიყავით ყველა, დაიწყო თუ არა კოვიდის პირველი შემთხვევები და სულ ხელების დამუშავებაში ვიყავით. ცოტა ჩვენზეც იფიქრონ, საზოგადოების იმ ფენაზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, შია და სცივა. სულ რას ვყიდიდით, რომ ის ლუკმაც გამოგვაცალეს პირიდან.ხელისუფლებას მოვუწოდებ, ერთი კვირა მაინც დაგვრთოს იმის უფლება, რომ ეს საქონელი გავყიდოთ და ცოტა ამოვისუნთქოთ. მირჩევნია ისევ კორონა შემხვდეს, ვიდრე ასე შიმშილით მოვკვდე. აქ მარტო მე არ ვარ ასე, ძალიან ბევრი ჩემნაირია" - განაცხადა მან.

წყარო: hotnews.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42