ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე აინთო - ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელაიამ, ზუგდიდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
მერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში.
„მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე წელს განსხვავებულად ვხვდებით ახალ წელს. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მნიშვნელოვანია ქალაქში იყოს საახალწლო განწყობა. გავანათეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ყველას ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2021 წელი დარწმუნებული ვარ იქნება პანდემიის შეკავების, საქართველოს წინსვლისა და წარმატების წელი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი და გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
მერიის ცნობით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






