ევექსი ჰოსპიტლების კლინიკური მიდგომები კოვიდ-ინფექციის მართვის პროცესში
საზოგადოება - 17:00, 18 Dec, 2020     1175
ევექსი ჰოსპიტლები ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელია საქართველოში, რომელიც საწოლფონდის, დაახლოებით, 1/3-ს ფარავს და კოვიდ 19-ის დასამარცხებლად ქვეყნის მასშტაბით 13 ჰოსპიტლით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, დიდია როგორც პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ასევე - მიზანი, გამოჯანმრთელდეს რაც შეიძლება მეტი კოვიდ-პაციენტი. სწორედ კორონავირუსის ეფექტურად მართვას ემსახურება კორპორაციის კლინიკური მიდგომა, რომელიც დისტანციურ რეანიმაციულ შემოვლებს ითვალისწინებს და მასში ქსელის ანესთეზია/რეანიმატოლოგიის (ICU) სამედიცინო ექსპერტთა საბჭოა ჩართული.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი, გრიგოლ ხურციძე აცხადებს, შიდაქსელური პროტოკოლების დანერგვის, მონიტორინგის ჯგუფების შექმნისა და ადამიანური თუ ინფრასტრუქტურული რესურსის გაძლიერების პარალელურად, ICU ბორდის ყოველდღიური საქმიანობა დადებითი სამედიცინო გამოსავლის შანსს კიდევ უფრო მეტად ზრდის.

„ზოგადად, კოვიდ-ინფექციის მართვა, მისი გართულებების მაღალი რისკიდან გამომდინარე, მსოფლიო ჯანდაცვის უდიდესი გამოწვევაა. გამონაკლისს არც ჩვენ წარმოვადგენთ, რის გამოც მაქსიმალურად ვცდილობთ, დადებითი სამედიცინო გამოსავალი გავზარდოთ და ვირუსი წარმატებულად ვმართოთ. სწორედ ამ მიზნით შევიმუშავეთ დისტანციური რეანიმაციული შემოვლები, რომელიც ჩვენი ქსელის 13 კოვიდ-ადაპტირებულ ჰოსპიტალში ინტენსიური თერაპიის ექსპერტთა საბჭოს მიერ პაციენტების მართვაში ყოველდღიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. ჩვენ ყოველ დღე განვიხილავთ კრიტიკულად მძიმე კოვიდ-პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვადგენთ მათი მკურნალობის გეგმას და დისტანციურად ვმონაწილეობთ თითოეული შემთხვევის მართვის პროცესში.“

აღნიშნული სქემა ქსელში უკვე ორი თვეა მოქმედებს და როგორც კლინიკური მიმართულებით ევექსი ჰოსპიტლების დირექტორის მოადგილე, მამუკა ჩხაიძე აცხადებს, მის ეფექტურობას პაციენტის საწოლზე დაყოვნების დროის შემცირება და გაზრდილი დადებითი მაჩვენებელი ადასტურებს.

„გუნდურმა მუშაობამ არაერთხელ გვაჩვენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს გაერთიანებულ ძალებს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საქმეში. დისტანციური რეანიმაციული შემოვლების პარალელურად, ანესთეზია/რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის ექსპერტთა საბჭოს წევრები ე.წ. დამხმარე ჯგუფის შემადგენლობაში შედიან და სათავო ოფისის გუნდთან ერთად, პერიოდულად, რეგიონულ ჰოსპიტლებს კლინიკურ თუ ადმინისტრაციულ დახმარებას უწევენ. დამეთანხმებით, ეს უდიდესი მორალური თანადგომაა ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი მედპერსონალისთვის. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მუდმივ რეჟიმში ტარდება ტრენინგები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციისა თუ სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესაბამისად.“

სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ საწოლფონდის ოპტიმალური გამოყენების მიზნით, კორპორაციამ აქტიური მუშაობა დაიწყო კლინიკური საწოლების ინტეგრირების მიმართულებითაც. კომპანიამ შეიმუშავა ტრიაჟის სახელმძღვანელო, რათა დროულად მოხდეს კლინიკურ სასტუმროებში გადასაყვანი პაციენტების ადრეული იდენტიფიცირება და ჰოსპიტალური საწოლები დაეთმოს მათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება.

კორონავირუსთან ბრძოლის ყველა ეს მეთოდი ცალ-ცალკე და ერთად კლინიკური ხარისის გაუმჯობესებას, მკურნალობის სქემების შემუშავებასა და მათ უნიფიცირებას ემსახურება.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42