რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ნარიყალას ციხე-სიმაგრე ევროპაში მდებარე, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საკონსულტაციო კომისიამ 12 ასეთი ტიპის ძეგლი შეარჩია. აღნიშნულ კომისიაში შედიოდნენ აგრეთვე ისტორიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის და პროექტი ანალიზის ექსპერტ ანალიტიკოსები.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თითოეული ძეგლის შერჩევა მოხდა უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირებულებისა და აგრეთვე მნიშვნელოვანი საფრთხის თანახმად. „ 1827 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ნარიყალას გამაგრების შიდა ნაწილი თითქმის სრულად გაანადგურა, ხოლო გარე კედლები მნიშვნელოვნად დააზიანა. ამჟამად ნარიყალა ორ ნაწილა- ქვედა და ზედა გამაგრების ზონებად იყოფა“ - ნათქვამია რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თბილისის მერიის ინიციატივით, 2016 წელს ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ მერიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები






