აშშ-ში კორონავირუსი გავრცელება ყოველდღიურად შემაშფოთებელია- უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 250 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ით. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 17 მილიონს გადააჭარბა. ოფიციალურ ინფორმაციას აშშ-ს ჯანდაცვის უწყება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად აქვეყნებს.
საერთო ჯამში, აშშ-ში ვირუსი დაამარცხა და გამოჯანმრთელდა 10 170000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 6 900 000 ამ დრომდე მკურნალობას გადის. 28 000 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია-მათი უმრავლესობა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ბოლო დღე-ღამეში 3784 ადამიანი დაიღუპა კოკვიდ 19-ისგან გამოწვეული გართულებებისგან. ეს რიცხვი უპრეცედენტოა და მსგავსი ტრაგიკული დღე აქამდე აშშ-ს ზემოხსენებული დაავადებისგან არ ახსოვს.
შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინით ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს.დეკემბრის ბოლომდე 3 მილიონი ადამიანი აიცრება.
მასალის გამოყენების პირობები






