მარშალის კუნძულების ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი ამოიღო პოლიციამ მარჯნის კუნძულთან გამორიყული ნავიდან. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მცურავი საშუალება სავარაუდოდ წყნარი ოკეანის გავლით ლათინური ამერიკიდან მიდიოდა, რა დროსაც ნავი თვეების განმავლობაში იმყოფებოდა ზღვაში.
საერთო მასა აღნიშული უკანონო ტვირთისა შეადგენს 649 კგ-ს, რაც ე.წ ქუჩის მინიმალური ფასით $80 მილიონ დოლარს შეადგენს. სამართალდამცავთა თქმით, ნარკოტიკები დაწვეს, მხოლოდ ორი პაკეტი გააგზავნეს აშშ-ში ნარკოდანაშაულთან მებრძოლ ადმინისტრაციაში, სადაც კოკაინის ტესტირება უნდა მოხდეს.
5.5 მეტრიანი ნავი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იპოვა- მათ ნავის გამოთრევა სცადეს, თუმცა სიმძიმის გამო იგი ადგილიდან ვერ დაძრეს. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ნავის შიდა განყოფილებაში იყო დამალული.
მასალის გამოყენების პირობები






