ხორვატიაში არქეულოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს 2700 წლის წინანდელი ანტიკური ეპოქის ბერძენი მებრძოლის ჩაფხუტი. ილირიული ჩაფხუტი ამ დრომდე თავს იწონებს თავისი სიმბოლური, საკულტო ნახევრად ღია სახის მქონე დიზაინით, რომელიც პირველად საბერძნეთში, პელოპონესის რეგიონში ძვ.წ 8-7 საუკუნეებში განვითარდა.
აღნიშნული სამარხი აშენებულია ხორვატიაში, სამხრეთ დალმაციის რეგიონში, პელჟეჩას ნახევარკუნძულზე . არქეოლოგებმა ჩაფხუტთან ერთად აგრეთვე აღმოაჩინეს უძველესი იარაღი, და სხვადასხვა სახის საგანძურის კომპლექტი, რომელიც ქალთან ერთად იყო ჩამარხული. აღნიშნულ გვამს ხელზე მაჯის ბრინჯაოს სამაჯური ეკეთა. აღმოჩენა ეკუთვნის ზაგრების უნივერსიტეტის არქეოლოგებს, რომელთა აზრის აღნიშნული საფლავი ეკუთვნოდა ბერძენთა ელიტური სამხედრო ნაწილის მებრძოლს.
სამარხში აგრეთვე აღმოჩენილ იქნა ბრინჯაოს და ვერცხლის შესაკრავი ფიბულა, ნემსები ქინძისთავები, რამდენიმე სპირალური ტიპის ბრინჯაოს ორნამენტები, სხვადასხვა სახის სამაგრები, ყელსაბამები, ქარვის მძივები.



მასალის გამოყენების პირობები






