ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის თავმჯდომარემ ,თამაზ ელიზბარაშვილმა, სოციალურ ქსელში გამოაქყვენა უმძიმესი ვიდეო , სადაც ძაღლები ჩხუბობდნენ მცირეწლოვნების თანდასწრებით. აღსანიშნავია , რომ კადრებში ჩანს, როგორ აქეზებენ პიტბულის ჯიშის პატრონები საკუთარ ძაღლებს.
ძაღლთა თავშესაფარი სამართალდამცველებს რეაგირებისა და ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფარი იმ პირის მონაცემებსაც აწვდის, ვინც, მათი მტკიცებით, თავშესაფარს აღნიშნული კადრები მიაწოდა.
ვიდეოს გაგზავნის მიზეზად კი მამაკაცმა, როგორც თამაზ ელიზბარაშვილი ამბობს, მსგავსი ძაღლის შეძენის სურვილი დაასახელა.
"პიტბულის ჯიშის ძაღლს ვიჩუქებ, თუ მაჩუქებთო. გამომიგზავნა ვიდეო, სადაც თავს იწონებდა, აი, როგორი ძაღლი მყავდაო, საწყალი, ჩხუბის დროს მომიკვდაო. მე მაშინვე გამოვაქვეყნე, მივუთითე სახელი და გვარი ამ ახალგაზრდის, ასევე დავურეკე შსს-ს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - 259-ე მუხლია, თან, მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება საჯაროდ, თან ბავშვების თანდასწრებით," - განაცხადა ელიზარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






