აშშ-ის იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებმაც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვრედზე გამოქვეყნებულ პეტიციას უკრაინასთან დაკავშირებით, ხელი მოაწერეს, სამ დღეში 2.000-ს გადააჭარბა.
იმისთვის, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ პეტიციის მოთხოვნები გაითვალისწინოს და სახელისუფლებო დონეზე განიხილოს, ერთი თვის განმავლობაში, ანუ, 28 დეკემბრამდე ხელმომწერთა რაოდენობამ 100 ათასს უნდა მიაღწიოს.
პეტიციის ხელმომწერები აშშ-ის პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციისგან უკრაინის ხელისუფლების, კერძოდ, პრემიერმინისტრ აზაროვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, რადგან, როგორც პეტიციაშია ნათქვამი, მან ხელი შეუშალა უკრაინას ევროპული არჩევანის გაკეთებაში.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ განხორციელდეს სანქციები უკრაინის პრემირ-მინისტრის ნიკოლაი აზაროვისა და უკრაინის მთავრობის მიმართ. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ პრემიერ-მინისტრი აზაროვი მშვიდად გრძნობს თავს მას შემდეგ, რაც შეზღუდა უკრაინის მოქალაქეების უფლება, გახდნენ ევროპის ნაწილი.
ჩვენ მოვითხოვთ დაწესდეს პერსონალური სანქციები ნიკოლაი აზაროვსა და უკრაინის მთავრობის წევრებზე. სანქციები ასე შემოიფარგლება: - ამ ადამიანებს არ მიეცეთ უფლება ესტუმრნონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს სანქცია უნდა გავრცელდეს მთავრობის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებზე“, - აღნიშნულია პეტიციაში.
ამავე დროს, პეტიციაზე ხელმომწერები ითხოვენ, რომ აშშ-მა გაუყინოს ზემოთ აღნიშნულ პირებს საბანკო ანგარიშები, რომლებიც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვთ.
ამ დროისთვის პეტიციას ხელს 2 053 მოქალაქე აწერს.
მასალის გამოყენების პირობები






