მსოფლიოს მდიდარმა ქვეყნებმა უკვე შეიძინეს კოვიდ 19-ის ვაქცინის იმდენი დოზა, რაც საკმარისია მოსახლეობის 3-ჯერ აცრისა და იმუნიზაციისთვის. ამის შესახებ სტატიას CNN-ი საერთაშორისო ვაქცინის ზედამხედველებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშული უწყების თქმით, განვითარებადი ქვეყნები კი ამ დრომდე ჩართულნი არიან გლობალურ რბოლაში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, 67 ღარიბ ქვეყანაში, მხოლოდ 10-იდან ერთს შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომავალი წლის ბოლოსთვის მიიღებენ- განაცხადა ორგანიზაცია ვაქცინის ალიანსმა.
განვითარებულ ქვეყნებში კი უკვე ჩქარობენ ვაქცინის მარაგების უზრუნველყოფაზე და ჭარბი რაოდენობით ავსებენ საცავებს. მდიდარი სახელმწიფოები, სადაც მოსახლეობის 14%-ზე მეტი ცხოვრობს, უკვე მომარაგებულია არსებულ ვაქცინათა ნახევარზე მეტით.
ვაქცინის ზედამხედველი ორგანოები ურჩევენ ფარმაცეფტულ კომპანიებს, გაუზიარონ თავიანთი ტექნოლოგიები და ინტელექტუალური საკუთრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებს, აგრეთვე მოუწოდებენ მთავრობებს, რომ აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაუგზავნონ ვაქცინები განვითარებად ქვეყნებს, რათა მოხდეს ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება და აღმოფხვრა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ცდილობენ გამანადგურებელი კოვიდ 19-ის კრიზისიდან გამოვიდნენ.
ბრიტანეთის ჯანდაცვის პოლიტიკის მენეჯერის, ანნა მარიოტის თქმით, არავინ უნდა იყოს შეზღუდული სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა ვერ მიიღოს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯიბეში მცირე რაოდენობის ფული აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინაციის პროგრამა უკვე ოფიციალურად დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






