ბაქოს ცენტრში აღლუმზე აზერბაიჯანული სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წარმოადგინეს ის სამხედრო ტექნიკა, რომლებიც სომხურმა არმიამ პოზიციებზე უკან დახევისას დატოვა. მათ შორის იყო ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ბრძოლაში დაზიანებული და აფეთქებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო დანადგარები.
სოციალურ მედიაში ჟურნალისტების ყურადღება აგრეთვე მიიპყრო ბაქოს ცენტრში აღმართულმა ე.წ შურისძიების სტენდმა, სადაც მიმაგრებულია იმ სომხური სამხედრო-სატრანსპორტო საშუალეების სანომრე ნიშნები, რომლებიც მებრძოლებმა ბრძოლის ველზე უკან დახევისას დატოვეს, შემდეგ კი ალაფის სახით აზერბაიჯანელ სამხედროებს დარჩათ.
ეს გახლავთ ერთგვარი საპასუხო ქმედება სომხეთს- 90-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ყარაბაღის პირველ ომში გაიმარჯვეს სომეხმა მებრძოლებმა, ქელბაჯარის რაიონში ზემოხსენებულის მსგავსი ტიპის სტენდი აღმართეს, სადაც აზერბაიჯანელთათვის ნაალაფარი ტექნიკის ნომრები იყო წარმოდგენილი.














მასალის გამოყენების პირობები






