ამერიკული და გერმანული ფარმაცეფტული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNtech-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ კოვიდ 19-ის ვაქცინის შემუშავებასთან დაკავშირებულ საიდუმლო დოკუმენტები კიბერშეტევის ფონზე უკანონოდ მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.
ევროპის მედიცინის სააგენტომ, რომელიც ამოწმებს და აფასებს წამლებსა და ვაქცინებს ევროკავშირის ქვეყნებში, განაცხადა, რომ რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა საერთო ბაზაზე შეტევა. Pfizer-ში თქვეს, რომ იმედი აქვთ, არ მომხდარა ვაქცინის გამოცდებში მონაწილე პირთა პირადი მონაცემების კომპრომეტირება.
ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ ან როგორ განახორციელა შეტევა, ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნული ინციდენტზე, რა ინფორმაციის კომპრომეტირებამოხდა და ა.შ.
კორონავირუსის ვაქცინის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ აღნიშული ფაქტის შესახებ ევროპის მედიცინის სააგენტომ განუცხადა- სწორედ მათი ბაზა გატეხეს ჰაკერებმა და BioNtech-ისა და Pfizer-ის ვაქცინის გარკვეული სახის ინფორმაციაზე წვდომგა დაამყარეს.
მასალის გამოყენების პირობები






