მილიციის შტურმი დემონსტრანტებზე გადაიდო: რა ხდებოდა ღამით კიევში
მსოფლიო - 08:11, 02 Dec, 2013     3194

მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციის ლიდერების მაქსიმალური რაოდენობა კიევის ცენტრში, „ევრომაიდანზე“ რჩებოდა და კიევის დროით დაახლოებით 04:00 საათისთვის მათ მიაღწიეს შეთანხმებას ძალოვნებთან, რომ შტურმი ადმინისტრაციული შენობებიდან დემონსტრანტების გამოყვანის მიზნით გადაედოთ.

მანამდე კი კიევის ცენტრში სიტუაცია არაპროგნოზირებადი იყო: ქუჩაში გამოსულთა რაოდენობა მატულობდა, სულ უფრო მეტი მოხალისე ეწერებოდა ე.წ. სახალხო რაზმებში, რომელთა მიზანი „ბერკუტის“ აგრესიისგან დემონსტრანტთა დაცვა იყო. კიეველები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მობილურებზე ღებულობდნენ მიწვევას, გასულიყვნენ ევრომაიდანზე 3:30 საათზე, რაც ბევრმა შეასრულა კიდეც.

კიევის ცენტრში აღმართული საშობაო ნაძვის ხის ტოტებისგან და მისი სხვა მოწყობილობებისგან მოხალისეებმა ბარიკადები შექმნეს, მოედანზე გაშალეს კარვებიც.

ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ ვიქტორ იანუკოვიჩი არ გადადგება, ხოლო მთავრობას ურჩევს, ისედაც არ გაივლოს გულში საგანგებო მდგომარეობის შემოღება კიევში, როგორც ეს, კლიჩკოს თქმით, დაგეგმილია.

მთელი ღამის განმავლობაში ევრომაიდნის ტრიბუნასთან პოლიტიკოსები და მომღერლები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის კლიჩკოს მეუღლემაც იმღერა.

ტრიბუნასთან გამოვიდნენ კიევის უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, რამდენიმე რექტორიც, რომლებმაც სტუდენტებს მოუწოდეს, ხვალ ლექციების ნაცვლად „ევრომაიდანზე“ გამოცხადებულიყვნენ.

იმის მიუხედავად, რომ გუშინ, ღამის განმავლობაში კიევის ქუჩებში შედარებით ცოტა სამართალდამცველი იყო გამოსული, შეტაკება მაინც მოხდა: დემონსტრანტებმა კიევის ცენტრში მდგარ ლენინის ძეგლზე, მისი დემონტაჟის მიზნით მიიტანეს იერიში, მაგრამ "ბერკუტმა", რომელმაც ალყა შემოარტყა ლენინის ძეგლს, მათ ამის საშუალება არ მისცა.

ოპოზიციის ლიდერები ვარაუდობენ, რომ დილიდან დემონსტრანტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. უკრაინის შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ გუშინ კიევის ქუჩებში, საერთო ჯამში, მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42