თრომბი - გართულება, რომელიც პანდემიის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა
საზოგადოება - 14:09, 10 Dec, 2020     1256

სისხლძარღვთა პათოლოგიები ჯანდაცვის გლობალური გამოწვევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს. დაავადებებმა დამატებითი აქტუალობა CoVid-19-ის პირობებშიც შეიძინეს, როდესაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოსთან ერთად საქართველოც მთელი რესურსით ჩაერთო.

გთავაზობთ თოდუას კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელთან გიორგი დეისაძესთან ინტერვიუს, რომელმაც ძარღვების პათოლოგიებზე, მათ შორის, თრომბზე, მის გავრცელებასა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრა.

რა არის თრომბი და რა სიმპტომებით გამოვლინდება პაციენტებში?

– თრომბი ეს არის შედედებული სისხლის მასა , სიმპტომები დამოკიდებულია თუ რომელი სისხლძარღვის დახშობა მოხდება, ეს იქნება ვენურ სისტემაში თუ არტერიულ სისტემაში. გამოვლინდება შესაბამისი ორგანოს იშემიით და ფუნქციის დაქვეითებით, ეს შეიძლება იყოს როგორც შინაგანი ორგანოები ასევე ქვემო და ზემო კიდურები, შესაძლებელია თვის ტვინი.

თრომბოემბოლია, როდესაც მსხვილი კალიბრის სისხლძარღვიდან წვრილი კალიბრის სისხლძარღვში ხდება თრომბის გადასროლა, რაც მის დახშობას იწვევს. მარტივად რომ ავხსნათ, როდესაც თრომბი იჭედება იქ, სადაც ვერ გაძვრება, რაც სრულიად ახშობს სისხლის მიდინებას ქსოვილებში.

ათეროსკლეროზი, სისხლძარღვის ნელ-ნელა შევიწროება, რაც სისხლის გადინებას აფერხებს და წამოქმნის ლოკალურ თრომბს.

თრომბის განვითარებისას ადამიანის კიდურში სისხლის მიწოდების მწვავე დახშობა გამოიხატება ამ კიდურის გაბუჟებით, მოძრაობის შეზღუდვით, ის ასევე სისხლის ნაკლებობის გამო იცვლის ფერს და ხდება მოლურჯო.

რა მეთოდებს იყენებთ გამოკვლევის და მკურნალობისთვის?

– გამოკვლევის ძირითადი საშუალება დუპლექს სკანირებაა. ეს ულტრაბგერითი მეთოდი აფასებს როგორც სისხლძარღვის გამავლობას, ისე სისხლის ნაკადის სიჩქარეს, ბლოკირებულ არტერიას და ა.შ.

ამის შემდეგ საქმეში კომპიუტერული ტომოგრაფია ერთვება. ის თითქმის 100%-იანი სიზუსტით გვეუბნება სად არის დახშობის კერა.

რაც შეეხება მკურნალობას, თოდუას სამედიცინო ცენტრში დანერგილი გვაქვს მსოფლიოში აპრობირებული ორივე მეთოდი: ოპერაციული მკურნალობა და ენდოვასკულარული ჩარევა, რომელიც ახალი მიმართულებაა და ჩაკეტილი სისხლძარღვის გახსნას უსისხლოდ, გაჭრის გარეშე გულისხმობს.

რა შემთხვევაში იყენებთ სტენტირებას და აქვს თუ არა მას რაიმე უკუჩვენება?

– სხეულის სხვადასხვა რეგიონისთვის განსხვავებული ტიპის სტენტები არსებობს, როგორც მცირეკალიბრიანი, ასევე საშუალო და დიდი კალიბრის. მათ იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც სისხლძარღვი დახშული ან შევიწროებულია და მისი გახსნა გვინდა.

შესაძლოა სტენტი ისევ შევიწროვდეს, თუ ადამიანი ექიმის რეკომენდაციებს არ დაიცავს და კონსერვატიულ მკურნალობაზე უარს იტყვის. არის შემთხვევები, როდესაც სისხლძარღვი ეხშობა სხვა უბანში, სტენტის შემდეგ, ან მანამდე, რაც გამოსწორებას ექვემდებარება.

ჩემს პაციენტებს ხშირად ვუხსნი ხოლმე და ხაზს კიდევ ერთხელ გავუსვამ, რომ სტენტის ჩასმა გამოჯანმრთელებას, სამწუხაროდ, არ ნიშნავს. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ათეროსკლეროზი ეს ქრონიკული პროცესია , მაგრამ მისი მართვისა და გამოსწორების შემთხვევაში თავიდან შეგვიძლიო ავირიდოთ მძიმე გართულებები, ამას განსაკუთრებით ხშირად ვაღწევთ მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, როდესაც ორგანოს ვინარჩუნებთ და არ ხდება კიდურის დაკარგვა.

რამდენად მინიინვაზიურია თოდუას კლინიკაში სისხლძარღვების ქირურგია?

– თოდუას სამედიცინო ცენტრის ჩვენს განყოფილებაში ჰიბრიდული საოპერაციო გვაქვს - ნაწილობრივ ღიად ვასუფთავებთ სისხლძარღვს, ხოლო შემდგომ ოპერაცია დახურულად, ანუ მინიინვაზიურად გრძელდება. პაციენტების მკურნალობა და სტენტის იმპლანტაცია Siemens Artist Zee-ით, ანგიოგრაფიული აპარატით მიმდინარეობს.

დაახლოებით 90% შემთხვევებში მცირეინვაზიური მიდგომაც საკმარისია. ეს კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობას 24-48 საათამდე ამცირებს. პაციენტებს მეორე დღეს უკვე ფეხზე ვაყენებთ, შეგვიძლია ბინაზე გავწეროთ და ნება მივცეთ შედარებით მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

კორონავირუსი, როგორც ცნობილია, სისხლის შესქელებასა და თრომბის წარმოქმნას იწვევს. რა რეკომენდაციას მისცემდით მოსახლეობას?

– პანდემიიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია, რადგან ხშირად კორონავირუსიან პაციენტებს თრომბოზული გართულებები აღენიშნებათ.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადამიანები, რომლებსაც ვირუსი და რისკ-ფაქტორები არ აქვთ, ხშირად თვითნებურად სვამენ გამათხელებელ პრეპარატებს. ჩვენ ამის რეკომენდაციას არ ვიძლევით.

იმ პაციენტებისთვის კი, რომლებსაც დაუდგინდათ ვირუსი და მიეკუთვნებიან რისკჯგუფს ან გადატანილი აქვთ ვენური თუ არტერიული თრომბოზი, არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები, ინიშნება სპეციალური კონსერვატორული მკურნალობა და სისხლის გამათხელებლებლების (ანტიკოაგულანტების) ინდივიდუალურად ხდება დოზის დანიშვნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42