ქრისტინე იმედაძეს ოჯახის წევრი გარდაეცვალა: "ჩემი ოჯახის მთავარი ბიჭი, ყველაზე მამაცი ბიჭი, ნამდვილი რაინდი, ჩემი ბეისბოლისტი... “
საზოგადოება - 13:45, 10 Dec, 2020     1880

ქრისტინე იმედაძეს ბაბუა გარდაეცვალა. ქრისტინე ბაბუს დიდი და ემოციური სტატუსით გამოემშვიდობა.

„ყველაზე ტკბილი, თბილი, ყურადღებიანი, კეთილი, უკიდეგანოდ მამაცი, ძალიან მართალი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ძლიერი, გემოვნებიანი, დახვეწილი, კოპწია, თავდაჯერებული, შემდგარი, წარმატებული, ძალიან თანამედროვე, ყველაფერში ზომიერი და შესაბამისი, საშინლად კარგი მამა და კიდევ უფრო საშინლად კარგი ბაბუ იყო ჩემი რამაზი!

ტრადიციულობისა და თანამედროვეობის უცნაური სინთეზი იყო ეს ჩემი ბაბუ… დროს უსწრებდა ყველაფერში… ყველასთან და ყველაფერთან მათემატიკური სიზუსტის იყო საქციელსა თუ დამოკიდებულებაში…

მისთვის ყველა მიუღებელ ქმედებას ყველაზე დიდი გაგებით ეკიდებოდა და ამაზე ახლა გული მეხლიჩება… ყველანაირ ქარცეცხლში გაატარა ცხოვრებამ… ყველანაირ განსაცდელს ძალიან ღირსეულად ხვდებოდა…

სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იმდენჯერ გაიარა, უკვე მივეჩვიე, რომ სულ ჩემი ბიჭი უგებს.

ახლაც მეგონა, უგებდა…

სულ ბიჭი იყო… ბოლო წუთამდე ახალგაზრდა.

უბრალოდ, სტატუსი ჰქონდა – ბაბუ.

ყველას ქრაში…

ჩემი ოჯახის მთავარი ბიჭი, ყველაზე მამაცი ბიჭი, ნამდვილი რაინდი, ჩემი ბეისბოლისტი… ყველას მამა და ყველას ბაბუ…

თუ მომკლავს გული იქნება, სხვა ვერაფერი მომერევაო…

ბოლო გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით, როგორც მას შეეფერება, ისე გაიარა…

მიდიოდა და არავის არ გვიყურებდა… უკვე ვიცი, რატომაც… თვითონ მაშინვე იცოდა…

ამ დღის მთელი ცხოვრება მეშინოდა… იმ დღის როცა ჩემი ბაბუს გულის დრო ამოიწურებოდა…

დაახლოებით 25-წლიან არათანაბარ ბრძოლაში პირველად დაამარცხა გულმა… გულმა, რომელიც ფაქტიურად, მისი აღარც იყო…

სიცოცხლის მიმართ სიყვარულით და სიცოცხლისთვის ბრძოლის უნარით მაოცებდა მუდამ… საყვარელი საქმის კეთების წყურვილით, თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლით,ქართული სპორტის განვითარების დაუოკებელი ჟინით…

უმაღლესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით … ამ და სხვა მისი კარგი თვისებებისა და მიღწევების გამო სიამაყეს ვერ ვიტევ, ისე მაწვება…

ვზივარ და ვფიქრობ, ხვალიდან საქმე როგორ ვაკეთო… სურვილი არაფრის კეთების არ მაქვს… მხოლოდ ბაბუს ფოტოებსა და ვიდეოებს მინდა ვუყურო თავიდან, მერე ისევ თავიდან და ასე ვატრიალო წარსული… ვიხსენებ, ვიხსენებ, ყველაფერს ვიხსენებ… ფილმივით ვუყურებ ჩვენს ურთიერთობას, მოგზაურობებს, შეხვედრებს, მის რჩევებს, ისტორიებს, რომლებსაც მიყვებოდა, რა ადამიანურ თვისებებსა და ღირებულებებზე მიმახვილებდა ყურადღებას….

ჩემი სევდიანი სახე არ უყვარს ბაბუს… ხუთშაბათს ეთერში თუ ვერ დამინახავდა სასწრაფოდ რეკავდა…

უცებ მახსენდება თვითონ როგორ იქცეოდა უიმედობის ჟამს… ლოგინად ჩავარდნილი, დასუსტებული რომ წამოფრინდებოდა მოწესრიგდებოდა და გაეშურებოდა სხვა კონტინენზე საქმისთვის… შემოუფრენდა მსოფლიოს…

ალბათ, ახლა გასაფრენი აღარსად იყო, ამიტომ სხვა მიმართულებით გაფრინდა…

ხვალ ხუთშაბათია…

ეთერში არ ვიქნები, ბაბუ“.

შეგახსენებთ, რამაზ გოგლიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტს, იყო ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, 2008-2012 წლებში გახლდათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42