ესპანეთში, ქალაქ ბარსელონას ზოოპარში 4 ლომს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელთა შორისაა 3 მდედრი და 1 მამრი გარეული ცხოველი. ზოოპარკის ბინადრებს მას შემდეგ ჩაუტარეს გამოკვლევა კოვიდ 19-ზე, რაც ინფექციის მსუბუქი სისტემები გამოუვლინდათ.
ზოოპარკის ორ თანამშრომელსაც აგრეთვე დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ დრომდე მიმდიანრეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ცხოველების დაინფიცირება, თუმცა ვეტერინართა ერთ-ერთი ვერსიით, ლომების დაავადება გამოიწვია ერთ-ერთ ასიმპტომატურ თანამშრომელთან ურთიერთობამ.
ზოოპარკის ხელმძღვანელობამ ცხოველებს სტანდარტული PCR ტესტები ჩაუტარა. გავრცელებული ინფორმაციით, ლომებს გამოუვლინდათ რესპირატორული სიმპტომები, თუმცა დროთა განმავლობაში აღინიშნა მათი გამოჯანმრთელება. ოთხივე მათგანის შემთხვევაში გამოვლინდა ხველებისა და დაცემინების სიმპტომები. ლომებს ამ დროისთვის მკურნალობენ
მასალის გამოყენების პირობები






