ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთ აგარაკზე მყოფი უკრაინის პრეზიდენტი მთავრობის წევრებთან და ძალოვნებთან თათბირობს. არსებული ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩი ორშაბათიდან საგანგებო მდგომარეობის შემოსაღებად ემზადება.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ არსებულ მდგომარეობას, ამ დროისთვის იქ უკვე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები. მათ ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს დემონსტრანტებსა და „ბერკუტს“ შორის და სიტუაციას აკონტროლებენ. „ბერკუტი“ და დემონსტრანტები დაახლოებით 50 მეტრით არიან დაცილებული ერთმანეთისგან.
მანამდე დემონსტრანტთა ნაწილმა ორჯერ სცადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სპეცრაზმელების რიგების გარღვევა. მათ სპეცრაზმელებს ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. „ბერკუტელები“ თავდაპირველად თავს იცავდნენ, შემდეგ კი იერიშზე გადავიდნენ და დემონსტრანტები გაფანტეს. „ბერკუტმა“ ცრემლსადენი გაზი, ხელჯოხები და ხმოვან-ფეთქებადი ყუმბარები გამოიყენა. არიან დაშავებულები.
მასალის გამოყენების პირობები






