ტაივანის ხელისუფლებამ 3500 დოლარიანი ჯარიმა დაუწესა მამაკაცს, რომელმაც კოვიდ 19-ის საკარანტინო წესები მხოლოდ 8 წამით დაარღვია. ფილიპინელი მიგრანტი მუშა, რომელიც ქალაქ კაოჰსიუნგის ქალაქის სასტუმროს კარანტინში იმყოფებოდა, თავისი ოთახიდან დერეფანში გავიდა, რის შესახებაც ინფორმაცია მიაწოდეს ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტს- სასტუმროს ხელმძღვანელობამ დააფიქსირა აღნიშნული მამაკაცი სათვალთვალო კამერით, რომელთა წევრებმაც ჯანმრთელობის უწყებას გაუგზავნეს აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო. ამის შესახებ წერს CNN-ი.
ტაივანის საკარანტინო წესების თანახმად, ადამიანებს ეკრძალებათ თავიანთი ოთახებიდან გამოსვლა- არააქ მნიშვნელობა რამდენი წამით იქნება ეს. კაოჰსიუნგში სულ 56 საკარანტინო სასტუმროა, რომლებშიჩ 3000-ზე მეტი ოთახია. ტაივანი ცნობილია, რომ აქ კოვიდ 19-ის პანდემიის შეკავებისათვის ისეთ მკაცრ მეთოდებს არ იყნებებნ, როგორც ჩინეთში. ამ ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო წესების დამდგენი კანონი ამ დრომდე არ გამოცემულა, გარდა იზოლირებულ სივრცეებში მყოფთათვის გადაადგილების შეზღუდვისა.
ტაივანს ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს კოვიდ 19-თან ბრძოლაში. აქ კორონავირუსის მხოლოდ 720 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 7 ფატალური აღმოჩნდა, ხოლო 582-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა.
მასალის გამოყენების პირობები






