მძიმე რეალობა - აჭარაში 2 წლის ობოლი ბავშვი შიმშილობს
საზოგადოება - 11:19, 09 Dec, 2020     1258

„ტვ 25“ საზოგადოებას სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრებ 3-წევრიან ოჯახზე მოუთხრობს. ტელეკომპანიის ცნობით, ოჯახს სოციალური დახმარება წლების წინ შეუწყვიტეს. ფუტკარაძეების შემოსავალი დღეს იმდენად მწირია, რომ ოჯახს საკვების შესაძენად თანხა არ აქვს. შედეგად ისინი ხშირად, მშივრები იძინებენ

ორი წლის დემეტრეს, ხშირად არც პურის ნატეხი აქვს იმისთვის, რომ თუნდაც ცარიელი ჭამოს. რასაც მამა შოულობს, ორივეს არ ყოფნის, ამიტომ ძირითადად ისიც მშიერი იძინებს.

იმედა ფუტკარაძეს მეუღლე გასულ წელს გარდაეცვალა. მას შემდეგ ოჯახს, სახელმწიფოსგან შემოსავალი ასი ლარით გაეზარდა. ეს დემეტრეს ფულია, რომელსაც ობლობისთვის იღებს. ოჯახში კიდევ პენსიონერი ბაბუა ცხოვრობს.

იმედა ფუტკაძე, სამუშაოდ ვერ გადის. მცირეწლოვან შვილს ვერავის უტოვებს. ბავშვი ხშირად ხდება ავად, თუმცა მამას ექიმთან კონსულტაციის თანხა არ აქვს.

ქრონიკული პაციენტია 70 წლის იმედას მამაც. დიაბეტთან ერთა, მას კიდევ რამდენიმე გართულება აქვს.

ოჯახი, წლების წინ, სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა ოთხი წლის წინ მაღალი სარეიტიგნო ქულები დაუთვალეს. რის საფუძველზე, მიზეზი უცნობია. იმის გამო, რომ აღდგენის მოლოდინი არ ჰქონდათ, განცხადებებით, ფუტკარაძეებს, სოციალური მომსხურების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.

სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახმა განცხადებით აუცილებლად უნდა მიმართოს. აქ, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად დებენ პირობას, რომ ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42